ნინო დოლიძე

ნინო დოლიძე არის პოლიტიკური მოძრაობადროასსაჯარო პოლიტიკის ცენტრის ხელმძღვანელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2004-2018 წლებში იგი მუშაობდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) საჯარო მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელად და კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელად

 

2017 წლიდან ის არის განათლების ხარისხის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი განათლების აკრედიტაციისა და ავტორიზაციის ექსპერტი, ხოლო 2019 წლიდან - საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი.

 

ნინო დოლიძე ეწევა სამეცნიერო მუშაობას, ყოველწლიურად მონაწილეობს საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებსა და სემინარებში, აქვს გამოქვეყნებული არაერთი ნაშრომი საჯარო მმართველობის და პოლიტიკის თემაზე, არის რამდენიმე მონოგრაფიის თანაავტორი, მათ შორის 2013 წელს CRC Press-ის მიერ გამოქვეყნებული წიგნისა, საჯარო მმართველობა პოსტ-კომუნისტურ ქვეყნებში, ყოფილ საბჭოთა კავშირში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და მონღოლეთში (ინგლისურ ენაზე).

 

როგორც ექსპერტი და ტრენერი, ნინო დოლიძე ატარებს კონსულტაციებს და ტრენინგებს საჯარო მმართველობის, სტრატეგიული დაგეგმვის, პოლიტიკის ანალიზის, ზოგადი მენეჯმენტის, ორგანიზაციული მართვის და მომიჯნავე სფეროებში სხვადასხვა საჯარო და არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის. იგი არის რამდენიმე პროექტის ხელმძღვანელი, მათ შორის: მოკლევადიანი ტრენინგ-კურსები საქართველოს საჯარო სექტორისთვის (აშშ საერთაშორისო განვითრების სააგენტოს (USAID) დაფინანსებული პროექტის დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G3) ფარგლებში); სტუდენტური დებატ-კლუბის ორგანიზება (დაფინანსებული OSI- მიერ); კვალიფიკაციის ამაღლების კურსები აფხაზეთის / მთავრობის თანამშრომლებისთვის და სხვა