თამაზ ახობაძე
პარტიის “ელენე ხოშტარია - დროას” დამფუძნებელი და პოლიტიკური საბჭოს წევრი.
რატომ „დროა“? ჩემთვის პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება არ იყო მარტივი. ბევრი ვიფიქრე და ავირჩიე გუნდი, სადაც ყველაზე თავისუფლად ვიგრძნობდი თავს. გუნდი, რომელთანაც ყველაზე მეტი საერთო მაქვს - პრინციპები, იდეოლოგია, ბრძოლა.
პირველი მთავარი ცვლილება ჩემს ცხოვრებაში მეშვიდე კლასში მოხდა, როდესაც სკოლის გამოცვლა დავაპირე. ვინაიდან ოჯახს დემირელის სკოლის გადასახადი მეტად ეძვირებოდა ჩვენი გაჭირვებულობის გამო, საკითხს მხოლოდ აზარტის მხრივ ვუყურებდი. თუმცა, ჩემი მაღალი შედეგებისა და ოჯახის მონდომებით სწავლის საფასური ნახევრამდე შემცირდა, ამიტომ ცვლილება შედგა და დაიწყო იმ თამაზ ახობაძის ფორმირება, რომელიც დღეს თქვენს წინაშე დგას. შრომამ, მონდომებამ და მიზანდასსხულობამ მიმიყვანა შავი ზღვის საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრიბასს და მაგისტრატობამდე, შემდგომ კი გზა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტით გაგრძელდა. სამწუხაროდ, დღეს ჩემი სკოლა, რომელმაც ამდენი შემაძლებინა განათლების სამინისტროს დამსახურებით, აბსოლუტურად უაზრო რეგულაციების გამო აღარ არსებობს.
ჩემი კარიერის სათავგადასავლო ეტაპი იუსტიციის სამინისტროში გავიარე. 2010 წლის 15 ნოემბერს დავიწყეთ არასრულწლოვანთა განრიდების და მედიაციის პროგრამა. პროგრამა მალე დაიქოქა და დღეს უკვე 5000-ზე მეტი არასრულწლოვანია განრიდებული, რომელთაგანაც მხოლოდ 9%-მა ჩაიდინა განმეორებითი დანაშაული. მიუხედავად იმ ჯილდოებისა, რომელიც აქ შეტანილი წვლილისთვის მივიღე ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2014 წლის იანვარში გამათავისუფლეს იუსტიციის სამინისტროდან. გათავისუფლება ოფიციალურად მოხდა რეორგანიზაციით და მიზეზი იყო ჩემი არაპროფესიონალიზმი.
მოკლედ,2014 წელს შევიტანე სარჩელი სასამართლოში. სასამართლო 5 წელი გაგრძელდა და მიუხედავად იუსტიციის მინისტრის ძალისხმევისა, ჩემი სრული გამარჯვებით დასრულდა. აღმადგინეს სამსახურში და სისტემაზე გამარჯვების შემდეგ ორ კვირაში დავწერე სამსახურიდან გათავისუფლების განცხადება.
ამ ბრძოლის პარალელურად, ვიღებდი მონაწილეობას სხვადასხვა აქციაში და უნებურად სამოქალაქო აქტივისტად ჩამოვყალიბდი.
ახლა კი შემოვუერთდი პარტიას „ელენე ხოშტარია - დროა!“. ვარ პოლიტიკური საბჭოს წევრი და ოპოზიციის საერთო მაჟორიტარობის კანდიდატი კრწანისში. ჩემთვის ეს ნდობა ელენეს, „დროას“ და სხვა ოპოზიციური პარტიების მიერ არის ძალიან საპატივისცემო და საპასუხისმგებლო.
და მაინც რისი დროა?
ძალაუფლების განაწილების დროა.
გადაწყვეტილებების მიღების დროს დისკუსიის დროა.
ქალაქის მმართველობაში კორუფციის და ნეპოტიზმის დასრულების დროა.
რეფერენდუმის დროა.
ხალხის დროა