ნინო გოგუაძე
პარტიის “ელენე ხოშტარია - დროას” დამფუძნებელი და პოლიტიკური საბჭოს წევრი.
ნინო გოგუაძე დაიბადა 1958 წლის 2 ნოემბერს. განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფიზიკური ქიმიის სპეციალობით. 1980 წლიდან 2004 წლამდე მუშაობდა არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში. პარალელურად, ის საქმიანობდა სამედიცინო აკადემიაში 1990 წლიდან 1994 და 2002-2003 წლებში მონაწილეობას იღებდა განათლების გარდაქმნისა და განმტკიცების პროექტში.
ნინო გოგუაძე გახლდათ საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრი 2012-2016 წლებში.