პარტიის “ელენე ხოშტარია - დროას” დამფუძნებელი და პოლიტიკური საბჭოს წევრი.
ბათუ ქუთელია არის საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი და მომავალი თაობის ლიდერის სტიპენდიანტი მაკკეინის ინსტიტუტში საერთაშორისო ლიდერშიფისთვის. 2011წლის იანვრიდან 2013 წლის ნოემბრამდე ის მოღვაწეობდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ. 2008 წლიდან 2011 წლამდე ის წარმოადგენდა საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში. გარდა ამისა, ის იყო თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილე (2007-2008), თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე (2006-2007) და სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილე (2004). 2005-2006 წლებიდან ბათუ ქუთელია მოღვაწეობდა საქართველოს სადაზვერვო სამსახურის უფროსად. მანამდე, ის იყო საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი და 2004 წელს ეროვნული უშიშროების საბჭოს პოლიტიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი და ასევე ეკავა არა ერთი პოლიტიკურ-მილიტარისტული პოზიცია საგარეო საქმეთა სამინისტროში. თავისი დიპლომატიურ და პოლიტიკური კარიერის დაწყებამდე, ბათუ ქუთელია სწავლობდა ფიზიკას და აქვს დოქტორის ხარისხი ფიზიკის დარგში. გარდა ამისა, მას აქვს მაგისტრის ხარისხი საზოგადოებრივ საქმეთა ადმინისტრირების დარგში. ბათუ ქუთელია სრულყოფილად ფლობს ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებს.
ბათუ ქუთელია - „ჩემთვის მნიშვნელოვანია დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობა, ამ ინსტიტუტებმა უნდა უზრუნველყონ ჩვენი და ჩვენი შვილების თავისუფლება, უსაფრთხოება და კეთილდღეობა.