დაიბადა 1979 წლის 18 ნოემბერს. დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი საერთაშორისო უსაფრთხოების განხრით. 2002 წელს იყო სტაჟიორი ადამიანის უფლებების „მოსკოვის ჰელსინკის გრუპის“ და რუსეთის ფედერაციაში აკრედიტებულ საქართველოს საელჩოში. 2004 წლიდან იგი საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორი, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი შინაგან საქმეთა სამინისტროში, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის უფროსის მოადგილე.
2004-2006 წლებში იყო სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი. 2007-2012 წლებში — სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში.
2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. 2017 წელს თბილისის მერობის კანდიდატი იყო „ევროპული საქართველოდან“, მიიღო 28 411 ხმა და დაიკავა მეოთხე ადგილი. ამავე პარტიის კანდიდატი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ვაკის მაჟორიტარულ ოლქში.