პარტია „დროა“ სრულ მხარდაჭერას უცხადებს ნაციონალური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარეს გიორგი კირთაძეს, რომელსაც დღეს თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. თავად გიორგი კირთაძის განცხადებით, ეს იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოწყობილი პროვოკაცია.
„ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, უკვე ყოველდღიურობა გახდა კრიტიკულად განწყობილი და მათთვის მიუღებელი ადამიანების წინააღმდეგ ორგანიზებული ძალადობა. მმართველი პარტიის მიერ, დაუსჯელობით წახალისებული ადამიანები დღისით, ქუჩაში, ტელევიზიის პირდაპირ ეთერშიც კი არ ერიდებიან ოპოზიციური პარტიის ლიდერზე თავდასხმას.
მსგავსი პროვოკაციებით „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს თავისუფალი ადამიანების პროტესტისა და ბრძოლის შეჩერებას. მეტიც, ყოველი ასეთი შემთხვევის შემდეგ, საქართველოს კიდევ უფრო მეტი მოქალაქე გაუწევს წინააღმდეგობას „ოცნების“ რუსულ, ძალადობრივ მმართველობას.