“დროა” არის თავისუფალი, იდეის ერთგული ადამიანების ერთობა. “დროა” არის არა ვინმეს პარტია, არამედ ღია პლატფორმა, ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ იდეა და სურთ შეცვალონ მათ გარშემო არსებული რეალობა, შეცვალონ ქვეყანა და საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ.
დროა, თავისუფლება, მმართველობა და კეთილდღეობა ეკუთვნოდეს ხალხს. დროა, შევუდგეთ ჩვენ როგორც წარმოგვიდგენია, ისეთი, ნამდვილი დემოკრატიის შექმნას. დემოკრატიის, რომელშიც თითოეული მოქალაქის უფლებები თანაბრად იქნება დაცული.
ჩვენ, ყველას, განსხვავებული მიზნები და სურვილები გვაქვს, მთავარია, დავიჯეროთ საკუთარი თავის, გავერთიანდეთ და დავიწყოთ მოქმედება.
დროა, ერთმანეთთან პირდაპირი დიალოგის მეშვეობით გვერდი ავუაროთ ხელისუფლების მიერ ჩამორიგებულ იარლიყებს. ერთად უნდა დავადგინოთ და დავაზუსტოთ ჩვენი რეალური და არა ილუზიური, მოჩვენებითი, სატკივარი.
გვინდა ნათლად აგიხსნათ როგორ შევძლებთ საერთო პრობლემების გადაჭრას. დროა, შევთანხმდეთ იმ პრინციპებზე, რომლებიც ლიბერალური დემოკრატიის საფუძველზე გაერთიანების საშუალებას მოგვცემს.