გიგა ლემონჯავა: უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყებიდან პირველად, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა პრაქტიკულად ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქართველო გამოიყენება რუსეთის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ასავლელად. სწორედ ამ პერიოდში, საერთაშორისო სანქციების კოალიცია, რომელიც შედგება წარმომადგენლებიდან შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ევროკავშირიდან მუშაობს რუსეთის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ასავლელად გამოსაყენებელი ყველა მექანიზმის და გზის გამოსავლენად და აღსაკვეთად. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების ჯგუფის ხელმძღვანელის, ჯიმ ო'ბრაიანის წინა განცხადებიდს შემდეგ, რომელიც ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა, რუსეთთან პირდაპირი ექსპორტი მხოლოდ 2023 წლის იანვარ-თებერვალში გაიზარდა 38%-ით, სომხეთთან - 197%-ით, ხოლო ყაზახეთთან - რამდენიმე ათასი პროცენტით. საერთაშორისო სანქციების კოალიცია განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონებს, რამდენადაც სწორედ ეს რეგიონები გამოიყენება რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ასავლელად. მარტივად რომ ვთქვათ, ქართული ოცნების ხელისუფლება ეხმარება როგორც ფინანსურად, ასევე ტექნოლოგიებით ტერორისტ რუსეთს, რომ მოკლას რაც შეიძლება მეტი მშვიდობიანი ადამიანი უკრაინის ტერიტორიაზე. ხელისუფლება განზრახ, საერთაშორისო სანქციების საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს, თითოეულ ჩვენგანს და ამ ქვეყნის ეკონომიკას. ერთადერთი და უალტერნატივო გამოსავალი არის რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის, რეჟიმის უსწრაფესი დემონტაჟი საქართველოში, რათა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო სანქციებისგან. არა რუსულ რეჟიმს!
გიგა ლემონჯავა: ხელისუფლება საქართველოს საერთაშორისო სანქციების საფრთხის ქვეშ აყენებს.

ჩვენთვის ყველა ლარი მნიშვნელოვანია
GE97BG0000000523451804
Click to copy

ინსტრუქცია: შემოწირულობა უნდა გადაირიცხოს მხოლოდ ფიზიკური პირის ანგარიშიდან და დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს: “შემოწირულობა”, თქვენი სახელი/გვარი, პირადი ნომერი.
ბანკის ფილიალიდან ჩარიცხვისას, გამოიყენეთ შემდეგი რეკვიზიტები:
- მიმღები: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ელენე ხოშტარია–დროა”
- საიდენტიფიკაციო კოდი: 415030166
- იურიდიული მისამართი: ქალაქი, თბილისი სოფ. ტაბახმელა,
ფარნავაზ მეფის ქუჩა #6 - მიმღები: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ელენე ხოშტარია–დროა”
- ს/ს საქართველოს ბანკი BAGAGE22