რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის გამო უკრაინა ქართული კომპანიებისა და ფიზიკური პირების სანქცირებას იწყებს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ანტიკორუფციული სააგენტოს ვებ-გვერდზე „ომი და სანქციები“ დაემატა საქართველოს 2 მოქალაქე და 2 იურიდიული პირი. საუბარია: თამაზ გაიაშვილზე „აირზენა - საქართველოს ავიახაზების მფლობელზე და ერთ-ერთ დირექტორზე და ასევე მის ძმაზე დავით გაიაშვილზე რომელიც არიას „აირზენას“ ერთერთი ხელმძღვანელი. დასასანქცირებელთა ბაზაში დაემატა ავიაკომპანია „აირზენა“ და კრემლისტი, პუტინისტი, ვალერი კვარაცხელიას შვილის კომპანია.

ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ უკრაინის ხელისუფლება იწყებს კომუნიკაციას საერთაშორისო პარტნიორებთან, როგორც ევროკავშირთან, ისე აშშ-სთან ამ ადამიანების და კომპანიების დასასანქცირებლად. ამ ადამიანებს ბრალი ედებათ რუსეთის ეკონომიკურ გაძლიერებაში ომის დროს და რუსეთის დახმარებაში გვერდი აუარონ საერთაშორისო სანქციებს. ამ დოკუმენტში საუბარია პირდაპირ საჰაერო მიმოსვლაზე და ორ კომპანიაზე - "აზიმუტსა" და "რედ ვინგსზე", რომლებიც სისტემატურ რეისებს ასრულებენ აფხაზეთსა და ყირიმში. Შეგახსენებთ, რომ “რედ ვინგს” აფხაზეთი მითითებული აქვს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო.

Პოლიტიკური პარტია “დროა” თითქმის 1 წელია მუშაობს საერთაშორისო სანქციების თემაზე. Ჩვენი ამოცანაა არ დაზარალდეს ამ პროცესშსი სახელმწიფო, თავიდან ავირიდოთ სექტორული სანქცირება, მაგრამ პერსონალურად დასანქცირდნენ ის ადამიანები და იურიდიული კომპანიები, რომლებიც ზიანს აყენებენ საქართველოს. Მინდა მივმართო ყველა ფიზიკურ პირს და ბიზნეს კომპანიას, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ, რომ საქართველოს და უკრაინის ეროვნების ინტერესების ხარჯზე ქართველი და უკრაინელი ბავშვების სისხლის ხარჯზე გამდიდრდეს - ღალატის არცეთი ფაქტი არ დარჩება ყურადღების მიღმა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო პარტნიორები ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით თითოეულ მოქმედებას და ყველა რალატის ფაქტს ექნება შესაბამისი რეაგირება.