„დროა“ ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნის აქციას უერთდება

ელენე ხოშტარია: უკვე წელიწადზე მეტია, ნიკა გვარამია იმყოფება აბსოლუტურად უკანონო პატიმრობაში. მისი დაპატიმრების აბსურდულობა აღიარა ყველა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ევროკავშირმა და ასე ემდეგ. ყველას ესმის, რომ მისი სრულიად უსაფუძვლოდ დაპატიმრება, უკავშირდება ჩვენი ევროპული არჩევანის საბოტაჟს. ერთი წლის წინ ეს საბოტაჟი მოახდინა ქართულმა ოცნებამმისი დაკავებით. ერთი წლის შემდეგ, ეს საბოტაჟი გააგრძელა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მისი არ შეწყალებით.

ევროპული დღის წესრიგი არის ჩვენი პრინციპული ბრძოლა და ამ ბრძოლაში ნიკა გვარამიას საკითხი არის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი. ფრენების აღდგენის ფონზე, გახდა ცნობილი, რომ ფრენების აღდგენის სპეცოპერაციის ნაწილი, პროდასავლური მედიის გაჩუმებისა და დევნის რუსეთიდან დაყენებული წინაპირობა იყო. სწორედ, მათ შორის, რუსეთის დავალებით, ნიკა გვარამია რუსულმა ოცნებამ გამოკეტა საპატიმროში.

აქედან გამომდინარე, ჩვენ, პარტია „დროა“ მივესალმებით და ვუერთდებით ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის მიერ დაანონსებულ 27 მაისის აქციას, რომელიც 18:00 საათზე  პრეზიდენტის ადმინისტრაცასთან გაიმართება. ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩვენ გვისმენს, რომელიც ჩვენ გვენდობა მინდა მივმართო, შევიკრიბოთ და დავიცვათ ჩვენი ევროპული არჩევანი, დავიცვათ ადამიანის თავისუფლება.