ბათუ ქუთელია - ევროპარლამენტარების ჩაშლილი ვიზიტის შესახებ

„პარტია "დროას" სახელით, მინდა, გამოვეხმაურო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ევროპარლამენტარების „ჟან მონეს დიალოგის“ ფორმატში ჩაშლილ ვიზიტს. ჩვენ ვთვლით, რომ ამ განცხადებით „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ ევროპა და ევროპული ფასეულობები არ გახლავთ მათი ინტერესების საგანი და პირიქით ამ გადაწყვეტილებით, მმართელმა პარტიამ მნიშვნელოვნად დააზიანა ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ასევე დაზიანდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი.

კარგად უნდა გვესმოდეს ამ ვიზიტის ჩაშლის მნიშვნელობა. ძალიან სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტარებს საკუთარი უკმაყოფილების გამოხატვა საჯარო განცხადებისა და წერილის ფორმით მოუწიათ. ეს ასევე აზიანებს ჩვენს ინტერესებს და კიდევე რთელ ხაზს უსვამს, რომ ქართულ "ოცნებას" გამთლიანებისკენ სვლისგან განსხვავებული დღის წესრიგი აქვს. განსაკუთრებით, გლობალურ  ევროპულ უსაფრთხოებაში მიმდინარე კრიზისის ფონზე, როდესაც ეროვნულ კონსენსუსს და ეროვნულ თანხმობას აქვს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, იმისათვის, რომ ჩვენი ადგილი ვიპოვოთ ერთიან, თავისუფალ და მშვიდობიან ევროპაში. ეს პროცესები ახლა მიმდინარეობს და ამ გადაწყვეტილებით, ეროვნული ინტერესების საზიანოდ, საქართველო დაშორდა ამ პროცესს.

ასევე მოკლედ უნდა აიხსნას, რას ნიშნავს „ჟან მონეს დიალოგი“. ჟან მონე არის ევროპის ფუძემდებელი პოლიტიკოსი, რომელმაც შექმნა მოლაპარაკებებისა და მედიაციის ფორმატი, რომლის ამოცანაცაა, დაეხმაროს ქვეყნებში პოლიტიკურ აქტორებს, ეროვნული ინტერესების მქონე საკითხებზე, საერთო კონსენსუსის პოვნაში.

„ჟან მონეს დიალოგის“ საშუალებით, მაგალითად, ჩრდილოეთ მაკედონიამ მოახერხა პოლიტიკური კრიზისის გადალახვა, ნატოში ინტეგრაციის წინ. ამ დიალოგის საშუალებით, ევროპარლამენტი დაეხმარა უკრაინას შეექმნა ანტიკონსტიტუციური ბიურო, რომ მიეღწიათ თანხმობისთვის რეფორმების მთელ ციკლზე, რამაც შესაძლებელი გახადა სწორედ ის, რომ დღეს უკრაინა ასეთი უპრეცედენტო მხარდაჭერის სუბიექტია საერთაშორისო აქტორების მხრიდან.

ამ ყველაფრის ერთად გააზრებით,  კიდევ ერთხელ შეგვიძლია, ცალსახად დავადასტუროთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებამ მნიშვნელოვნად დააზიანა საქართველოს ეროვნული ინტერესები. პარტია „დროა“ ვითხოვთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ დაუყოვნებლივ გასცეს პასუხი ევროპარლამენტარების მიერ გამოგზავნილ წერილს, დაინიშნოს ამ მოლაპარაკებების ახალი რაუნდი და გაიმართოს მოლაპარაკებები სწორედ იმ თემებზე, რაც საშუალებას მისცემს ქვეყანას გამოვიდეს შიდაპოლიტიკური კრიზისიდან. სწორედ შიდაპოლიტიკური კრიზისის გადალახვის შედეგად ვიპოვით ჩვენს ადგილს ევროპულ და ევროატლანტიკურ უსაფრთხოების არქიტექტურაში.“