ხვალ, 12 იანვარს, მოსამართლემ უნდა გამოაცხადოს გადაწყვეტილება მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე, რომელსაც რეალური სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის ერთ-ერთ ცხად მაგალითს წარმოადგენს.
პოლიტიზებული მართლმსაჯულება ავტორიტარული რეჟიმების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. სწორედ ამიტომ, მიტაცებული სახელმწიფოს პირობებში, ყველა ის ადამიანი თუ ორგანიზაცია, ვინც არ ემორჩილება მმართველი ძალის პოლიტიკურ ნებას თუ პირად სურვილებს, სისტემური პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლი ხდება.
ხაზარაძე/ჯაფარიძე/წერეთლის საქმეს რამდენიმე მოტივი აქვს: დამოუკიდებელი ბიზნესმენების დასჯა, შურისძიება კრიტიკულ მედიასაშუალება TV პირველზე და ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის ხელის შეშლა. ეს ყოველივე კი ნათლად გვაჩვენებს, რომ ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის მიზანი საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნებაა, რამაც შესაძლოა, ქვეყანას დააკარგვინოს სუვერენული გეოპოლიტიკური ფუნქცია.
რუსული ავტორიტარიზმის წინააღმდეგ დემოკრატიული სამყაროს დაპირისპირებაში ერთ-ერთი მთავარი იარაღი სოლიდარობა და დემოკრატიული ფასეულობების ურყევი მხარდაჭერაა. სწორედ ამიტომ, პარტია „დროა“ სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებს ხაზარაძე/ჯაფარიძე/წერეთელს, რომლებიც ივანიშვილის პირადი ანგარიშსწორების მსხვერპლები გახდნენ. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და საქართველოს ხალხის, ერთიანი პრინციპულობა და სიმამაცე, ასევე საქართველოს დასავლელი პარტნიორების ერთგული მხარდაჭერა სულ მალე საბოლოოდ აარიდებს ჩვენს ქვეყანას რუსეთის კოლონიად კვლავ გადაქცევის საფრთხეს და მეტიც, მიგვიყვანს ნატოსა და ევროკავშირის ღირსეულ წევრობამდე.
"დროას" განცხადება ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე
ჩვენთვის ყველა ლარი მნიშვნელოვანია
GE97BG0000000523451804
Click to copy
ინსტრუქცია: შემოწირულობა უნდა გადაირიცხოს მხოლოდ ფიზიკური პირის ანგარიშიდან და დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს: “შემოწირულობა”, თქვენი სახელი/გვარი, პირადი ნომერი.
ბანკის ფილიალიდან ჩარიცხვისას, გამოიყენეთ შემდეგი რეკვიზიტები:
- მიმღები: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ელენე ხოშტარია–დროა”
- საიდენტიფიკაციო კოდი: 415030166
- იურიდიული მისამართი: ქალაქი, თბილისი სოფ. ტაბახმელა,
ფარნავაზ მეფის ქუჩა #6 - მიმღები: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ელენე ხოშტარია–დროა”
- ს/ს საქართველოს ბანკი BAGAGE22