ოკუპანტ, აგრესორ, საერთაშორისოდ აღიარებულ ტერორისტულ სახელმწიფოსთან ფრენებისა და უვიზო რეჟიმის აღდგენა, არის ჩვენი ეროვნული ინტერესებისა თუ საერთაშორისო იმიჯისთვის დიდი დარტყმა. რაც მთავარია, ეს არის „რუსული ოცნების“ მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგი, ჩვენი ქვეყნის მაგინებლები, ამაზრზენი, იზოლაციაში მყოფი რუსეთის მოქალაქეები არც კი მალავენ.
გარდა ამორალურობისა და ეროვნული ინტერესების ღალატისა, ამ საკითხს გააჩნია კიდევ ერთი საერთაშორისო სამართლებრივი განზომილება. კერძოდ, 28 თებერვლიდან ყველა რუსული ავიაკომპანია არის სანქცირებული ევროკავშირის მიერ. ვციტირებ: „სანქციების რეჟიმის მიხედვით, ნებისმიერი საჰაერო ხომალდი, რომელსაც მართავს რუსული ავიაკომპანია ან რომელიც ეკუთვნის რუს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, არის სანქცირებული ევროპაში. თუ საქართველო შემოუშვებს ამ რუსულ ავიაკომპანიებს, ეს იქნება კიდევ ერთი პირდაპირი საბოტაჟი უკრაინისა და ჩვენი ევროპული პერსპექტივის.
თუ საუბარია, იმაზე, რომ ქართული ავიაკომპანია იფრენს რუსეთში, აქაც მინდა მოვიყვანო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სიტყვები. ვციტირებ: „შეშფოთებულები ვიქნებით რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების აღდგენით იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ავიაკომპანიები შეიძლება დაექვემდებარონ სანქციებს.“ ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ქვეყანას დავაყენებთ სანქციების საფრთხის ქვეშ. ამიტომ ტექნიკური, მორალური პოლიტიკური თუ სამართლებრივი კუთხით, ეს არის კატასტროფა ჩვენი სახელმწიფოსთვის.
ამასთანავე, მინდა, ვუთხრა ნებისმიერ რუსულ ავიაკომპანიას და მათ წარმომადგენელს, რომელიც გაბედავს საქართველოში ან ოფისის გახსნას ან ფეხის დადგმას, პირდაპირ გემუქრებით, რომ თქვენ საქართველოში მიიღებთ ფიზიკურ წინააღმდეგობას. საქართველოში ფუნქციონირებასა და ოპერირებას თქვენ ვერ მოახერხებთ რა გარანტიებიც არ უნდა მიიღოთ „რუსული ოცნებისგან“. ეს არის საფღტხე, რომელსაც „რუსული ოცნება“ ეხმიანება ტაშით და ატყუებს საზოგადოებას, რომ საკითხს ჰუმანიტარული განზომილება აქვს და თითქოს რუსეთში ცხოვრობს მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის ტყუილი, იქ საქართველოს მილიონი მოქალაქე არ ცხოვრობს. ეს ტყუილი ემსახურება იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაამართლოს ჰააგაში რომ მალე გასამართლდება, აი, იმ პრეზიდენტის ბრძანებულება. ეს არის ღალატი და ამ ღალატმა უნდა მიიღოს საკადრისი პასუხი საქართველოს მოქალაქეებისგან.“